ქართული    English
მისამართი: ი. ჯავახიშვილის 51, ტელეფონი: 91 00 46, ფაქსი: 91 00 46, ელ-ფოსტა: info@ssa.gov.ge
 
სახელმწიფო პენსია
ასაკით პენსიონერი
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის
მარჩენალდაკარგულებისთვის
სხვა
სახელმწიფო კომპენსაცია და აკადემიური სტიპენდიები
სახელმწიფო კომპენსაცია
სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიები
სოციალური პროგრამები
სოციალური დახმარება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებისათვის
უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისათვის სოციალური დახმარება (საოჯახო დახმარება)
ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანისთვის დახმარება
საყოფაცხოვრებო სუბსიდია
ბავშვზე ზრუნვა
როგორ ხდება ბავშვის გაშვილება
როგორ ხდება ბავშვის შვილად აყვანა
საერთაშორისო გაშვილება
მინდობით აღზრდა
 
 
 
 

 

 

 

 

საოჯახო დახმარების  გაცემა

საოჯახო დახმარების მიმღებია პირი, რომელსაც დახმარება 2007 წლის 1 იანვრამდე აქვს დანიშნული.

საოჯახო დახმარების მიღება შეუძლიათ იმ ოჯახებსაც, რომელთაც დახმარება 2007 წლის 1 იანვრამდე დაენიშნათ, მაგრამ შეჩერებული აქვთ სხვადასხვა მიზეზების გამო.

საოჯახო დახმარების მიმღები სხვადასხვა კატეგორიის პირები და სოციალური დახმარების ოდენობები:

მარტოხელა, არამომუშავე პენსიონერთა (მარტოხელა პენსიონერი - პენსიონერი ასაკით ან ინვალიდობით) ერთსულიანი ოჯახები - 22 ლარი, ხოლო არამომუშავე პენსიონერთა ორ და მეტსულიანი ოჯახები - 35 ლარი;

დედ-მამით ობოლი ბავშვები, მეურვის შრომისუნარიანობის მიუხედავად, ერთ პირზე - 22 ლარი;

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არამომუშავე, პირველი ჯგუფის უსინათლოები, ერთ პირზე - 22 ლარი;

18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, ერთ პირზე - 22 ლარი;

მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთაც ჰყავს 7 ან მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვები - 35 ლარი.