ქართული    English
მისამართი: ი. ჯავახიშვილის 51, ტელეფონი: 91 00 46, ფაქსი: 91 00 46, ელ-ფოსტა: info@ssa.gov.ge
 
სახელმწიფო პენსია
ასაკით პენსიონერი
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის
მარჩენალდაკარგულებისთვის
სხვა
სახელმწიფო კომპენსაცია და აკადემიური სტიპენდიები
სახელმწიფო კომპენსაცია
სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიები
სოციალური პროგრამები
სოციალური დახმარება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებისათვის
უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისათვის სოციალური დახმარება (საოჯახო დახმარება)
ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანისთვის დახმარება
საყოფაცხოვრებო სუბსიდია
ბავშვზე ზრუნვა
როგორ ხდება ბავშვის გაშვილება
როგორ ხდება ბავშვის შვილად აყვანა
საერთაშორისო გაშვილება
მინდობით აღზრდა
 
 
 
 

სამედიცინო სადაზღვევო ვაუჩერი 103,032-მა ადამიანმა მიიღო

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის # 218 დადგენილების საფუძველზე, სოციალური მომსახურების სააგენტო 2010 წლიდან ახორციელებს სადაზღვევო ვაუჩერების დარიგებას სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახისთვის.
სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში 263,668 ოჯახია (793,478 ადამიანია) დაზღვეული.  2010 წლის 1 თებერვლიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონული განყოფილებების მიერ სადაზვევო ვაუჩერი მიიღო 31,764-მა ოჯახმა O(103,032 ადამიანი). აღნიშნული ვაუჩერები იმ ადამიანებმა და ოჯახებმა მიიღეს, რომელთა სარეიტინგო ქულა 2009 წლის 1 დეკემბრამდე მიენიჭათ და არ აღემატება 70000-ს. აღნიშნული კატეგორიისთვის სადაზღვევო ვაუჩერების გაცემის პროცესი 20 მარტამდე გაგრძელდება.
სამედიცინო სადაზღვევო ვაუჩერი ეტაპობრივად კიდევ 53,479 ოჯახს (173,238 ადამიანს) გადაეცემა.
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის #218 დადგენილების საფუძველზევე, ის ადამიანები, რომელნიც სამედიცინო დაზღვევის პოლისებით აქამდე სარგებლობდნენ, მომავალშიც ისარგებლებენ. მათ სადაძვევო ვაუჩერები ავტომატურად გაუგრძელდებათ სამი წლის ვადით.