| |
სოციალური მომსახურების სააგენტო "ბავშვზე ზრუნვისა" და "შშმპ, ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობის 2010 წლის პროგრამის ფარგლებში 1 442 ბენეფიციარს დააფინანსებს "ბავშვზე ზრუნვა" 2010 წლის პროგრამისა და "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობის 2010 წლის სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში, 2010 წელს სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ დაფინანსდება:
- ქვეპროგრამა "ჩვენი სახლი"-ს ფარგლებში - 134 ბენეფიციარი;
- ქვეპროგრამა "დღის ცენტრები"-ს ფარგლებში, - 410 ბენეფიციარი;
- შშმ პირთა "დღის ცენტრების" ქვეპროგრამის ფარგლებში, - 828 ბენეფიციარი;
- შშმ პირთა სათემო ორგანიზაციის ქვეპროგრამის ფრგლებში, - 70 ბენეფიციარი;
სულ პროგრამების ფარგლებში 1 442 ბენეფიციარი მიიღებს სახელმწიფო დახმარებას. აღნიშნული პროგრამების დასაფინანსებლად 2010 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოვებით 13,7 ლარია გამოყოფილი. |