| |
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაზარალებულ პირთა პენსია იზრდება "საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის" 34-ე მუხლის შესაბამისად, ქვეყნის მასშტაბით 2010 წლის 1 იანვრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძოლო მოქმედებებისას დაზარალებულთა პენსია იზრდება.
მიმდინარე წლიდან, ომის დროს დაზარალებულ, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირთა პენსია 84 ლარიდან 129 ლარამდე გაიზრდება. ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების პირები კი 70 ლარის ნაცვლად 80 ლარს მიიღებენ. 2010 წლის იანვრის მონაცემებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძოლო მოქმედებებისას დაზარალებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 1 022 პენსიონერია რეგისტრირებული. აქედან 428 მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის, - ხოლო 594 კი, ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირია. მიმდინარე წლის იანვრის თვეში სახელმწიფო ბიუჯეტიდან აღნიშნულ პირთა საპენსიო უზრუნველყოფისთვის დაახლოვებით 104 ათასი ლარია გადარიცხული. |