| |
ამბროლაურში სოციალური მომსახურების ცენტრის საძირკველის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი 2009 წლის 30 დეკემბერს სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის, ბატონი ანდრია ურუშაძის ხელმძღვანელობით, საფუძველი ჩაეყარა ამბროლაურის სოციალური მომსახურების ცენტრის საძირკველის მშენებლობას. დღევანდელი მონაცემებით საქართველოს მასშტაბით, სოციალური მომსახურების 71 ცენტრიდან 35 ახალი რაიონული ოფისია გახსნილი. აღნიშნულ ცენტრებში პენსიონერები, სოციალურად დაუცველი მოქალაქეები ადგილზე შეძლებენ ყველა იმ მომსახურების მიღებას, რასაც სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს. მოსახლეობას კომფორტულ გარემოში მოემსახურებიან. ოფისი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკითა და ავეჯით. ცენტრი ისეა დაგეგმილი, რომ ხანდაზმულებმა თავი კომფორტულად იგრძნონ, ასევე შექმნილია ყველა პირობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. ერთიანი სამთავრობო ქსელი და არსებული საინფორმაციო ტექნოლოგიები უზრუნველყოფს იმას, რომ მოქალაქეს საშუალება მიეცემა ადგილზევე მიიღოს მისთვის საინტერესო ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ პროგრამებზე, სახელმწიფო გასაცემლებზე. 2009 წლის დეკემბრის მონაცემებით, ამბროლაურის რაიონში სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში 4. 679 ოჯახია (10. 833 ადამიანი) რეგისტრირებული. ყოველთვიურ საარსებო შემწეობას იღებს 2 837 ოჯახი (6 021 ადამიანი). ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისით კი 3 924 ოჯახი (8 986 ადამიანი) სარგებლობს. უკანასკნელი მონაცემებით, ამბროლაურის რაიონში 5,009 პენსიონერია რეგისტრირებული. მათზე თანხობრივად 394,367 ლარია გაცემული. ამბროლაურის სოციალური მომსახურების ცენტრის მშენებლობის დაწყებას ესწრებოდა სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ანდრია ურუშაძე, სააგენტოს არქივის სამმართველოს უფროსი მედეა კარტოზია და რაჭა-ლეჩხუმის გუბერნატორის მოადგილე ალექსანდრე ქვათაძე. ამბროლაურის სოციალური მომსახურების ცენტრი ქ. ამბროლაურში, ბრატისლავა-რაჭის ქ. # 11-ში განთავსდება. |