|
პენსიის დანიშვნა მარჩენალის გარდაცვალების შემთხვევაში, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც არ შესრულებია 18 წელი, მარჩენალის გარდაცვალების გამო დაენიშნება პენსია. პენსიის დანიშვნა შესაძლებელია სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონულ განყოფილებაში, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. მარჩენალის გარდაცვალების გამო პენსიის დასანიშნად საჭირო დოკუმენტაციის ნუსხა: შვილ(ებ)ისთვის და ნაშვილები ბავშვ(ებ)ისთვის - 18 წლის ასაკამდე, მარჩენალის გარდაცვალების გამო პენსიის დასანიშნად: Ø განცხადება (სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონული განყოფილების უფროსის სახელზე); Ø ერთ-ერთი მშობლის ან მეურვის პირადობის მოწმობა, ასლთან ერთად; Ø მარჩენლის გარდაცვალების მოწმობა, ასლთან ერთად; Ø მარჩენალდაკარგულის დაბადების მოწმობა, ასლთან ერთად. პენსიის ოდენობა: 55.00 ლარი დედ-მამით ობოლი ბავშვისთვის - 18 წლის ასაკამდე, მარჩენალის გარდაცვალების გამო პენსიის დასანიშნად: Ø განცხადება (სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონული განყოფილების უფროსის სახელზე); Ø მეურვის პირადობის მოწმობა, ასლთან ერთად; Ø მარჩენალდაკარგულის დაბადების მოწმობა, ასლთან ერთად; Ø მშობლების გარდაცვალების მოწმობები, ასლთან ერთად; პენსიის ოდენობა: 55.00 ლარი მარჩენალის გარდაცვალების გამო პენსიის დანიშვნის ვადა გადაწყვეტილება პენსიის დანიშვნის შესახებ განცხადების შემოტანიდან 15 სამუშაო დღის ვადაში მიიღება. |