ქართული    English
მისამართი: ი. ჯავახიშვილის 51, ტელეფონი: 91 00 46, ფაქსი: 91 00 46, ელ-ფოსტა: info@ssa.gov.ge
 
სახელმწიფო პენსია
ასაკით პენსიონერი
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის
მარჩენალდაკარგულებისთვის
სხვა
სახელმწიფო კომპენსაცია და აკადემიური სტიპენდიები
სახელმწიფო კომპენსაცია
სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიები
სოციალური პროგრამები
სოციალური დახმარება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებისათვის
უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისათვის სოციალური დახმარება (საოჯახო დახმარება)
ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანისთვის დახმარება
საყოფაცხოვრებო სუბსიდია
ბავშვზე ზრუნვა
როგორ ხდება ბავშვის გაშვილება
როგორ ხდება ბავშვის შვილად აყვანა
საერთაშორისო გაშვილება
მინდობით აღზრდა
 
 
 
 

 

პენსიის დანიშვნა

საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც დადგენილი აქვს მხოლოდ I ან II ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი ( გარდა ბავშვობიდან ინვალიდებისა და ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისა, რომელთაც III ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი აქვთ ),სახელმწიფო პენსიის დასანიშნად უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონულ განყოფილებას, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.

შეზღუდული შესაძლებლობის გამო პენსიის დანიშვნისათვის საჭირო დოკუმენტაციის ნუსხა:

18 წლის ასაკის ზევით შეზღუდული შესაძლებლობის გამო პენსიის დანიშვნისათვის:

Ø      განცხადება (სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონული განყოფილების უფროსის სახელზე);

Ø      პირადობის მოწმობა,  ასლთან ერთად;

Ø      სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო - სოციალური ექსპერტიზის  შემოწმების აქტის ამონაწერი ( დედანი ).

პენსიის ოდენობა: I ჯგუფი  - 80 ლარი, II და III ჯგუფი - 70 ლარი.

შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე 18 წლის ასაკამდე პენსიის დანიშვნისათვის:

Ø      განცხადება - (სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონული განყოფილების უფროსის სახელზე);

Ø      მშობლის (მეურვის) პირადობის მოწმობა და ბავშვის დაბადების მოწმობა, ასლებთან ერთად;

Ø      სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო - სოციალური ექსპერტიზის  შემოწმების აქტის ამონაწერი.

 პენსიის ოდენობა: 70 ლარი

შეზღუდული შესაძლებლობის გამო პენსიის დანიშვნის ვადები

გადაწყვეტილება პენსიის დანიშვნის შესახებ განცხადების შემოტანიდან 15 სამუშაო დღის ვადაში მიიღება.